ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და ფერდობს შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.