სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა 13 835 567 ლარამდე გაიზარდა.
მთავრობის 1893-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 29 მაისის 1137-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ამ მიზნით 7 338 207 ლარი იყო გამოყოფილი. შესაბამისად პროგრამისთვის ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარით გაიზარდა.
თავდაპირველად დაფინანსება 13 მუნიციპალიტეტზე ნაწილდებოდა, თუმცა ახალი განკარგულების მიხედვით სიღნაღის დაფინანსება 500 000 ლარამდე გაიზარდა, ნაცვლად არსებული 187 635 ლარისა და ასევე მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს 4 მუნიციპალიტეტი დაემატა. უფრო კონკრეტულად:
bm.ge