მარიამობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში.
„გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, არამედ ღვთისმშობელი გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე, მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა“, - განაცხადა შიო მესამემ.
ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.