1795 აბიტურიენტს, რომლებმაც გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იმ 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.

„მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნება მიღებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

განათლების მინისტრის განცხადებით. უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე, რის მერეც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ პროგრამებზე.