ბათუმის ზღვაში ორი კატერი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 4 ადამიანი. 

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შეჯახების შედეგად კატერზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩავარდნენ. ამ დროისთვის ადგილზე

მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებში ვცდილობთ