ავარია ხობში - დაშავებულია 6 ადამიანი

 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს