წყნეთში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.