არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე არ აპირებს მისი გადაწყვეტილების შეფასებებს პასუხის გასცეს. როგორც მან “რადიო თავისუფლებას “ უთხრა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა. ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.

 

"სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემიპროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემიპირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი”, - ამბობს ის.

კობახიძე “რადიო თავისუფლებას“ მის უახლოეს გეგმებზეც ესაუბრა და უთხრა, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს:

"სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომრევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირებაპირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიანდიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციისწევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა კობახიძემ.

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ წარდგინებით, 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ აირჩია. მან ფიცი 15 თებერვალს დადო და ათწლიანი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

კობახიძის წასვლის შემდეგ ცხრაწევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლე დარჩა, ორი ადგილი კი ვაკანტურია.