მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და 5-ბალიანი შტორმი - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი ზოგან ძლიერი ინტენსივობით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ამინდმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

როგორც გვარცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპიროზე კი 4-5-ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.

სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები გამოიწვიოს. გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა.

უწყების შეფასებით, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების საფრთხის დონე საშუალოა.