ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება.
მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.