55-ე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა

 ვაკეში მდებარე 55-ე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, მუნი სამ ბავშვს დაუდასტურდა.

 „ორშაბათს დავასუფთავეთ სველი წესით - კონტრაქტორი გვყავს, რომელიც გვაწვდის ქლორს... გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაოები სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო... მათივე თქმით, არ არსებობს საფუძველი სასწავლო პროცესის შეჩერების“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია აბრამიშვილმა.