სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების სამი მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 6.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.5 მილიონი შეადგინა. უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
