2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა 684.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით, ანუ 2.9 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ჯამურ მაჩვენებლებს, ექსპორტი ამ პერიოდში 5.83 მილიარდი დოლარი იყო, რაც 6.8%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში იმპორტი 3%-ით, ანუ 45.9 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა. 10 თვეში იმპორტმა ჯამურად 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს, საიდანაც გახდება ცნობილი უშუალოდ რა საქონლის ექსპორტი გაიზარდა გასული თვის განმავლობაში.
