საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს - რეიტინგი

2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 11 თვეში 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ოთხეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 17%;
Georgian Airways – 8%;
Pegasus - 7%
Turkish Airlines – 7%

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 7 863 534 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (6 908 493) რაოდენობას 14%-ით აღემატება.