წყალტუბოში, ელექტროგადამცემი სისტემის მშენებლობის საბაბით, რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

წყალტუბოში, ელექტროგადამცემი სისტემის მშენებლობის საბაბით, რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ | მის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული. საქმე ეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე ქვესადგურების გაფართოებას

 

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, წყალტუბო-ახალციხის“ პროექტი ითვალისწინებს 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას არსებული წყალტუბოს ქვესადგურიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში არსებულ ქვესადგურამდე. სამინისტროში განმარტავენ, რომ თავის მხრივ, „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის წყალტუბოს, ქუთაისის, ვანის, ადიგენისა და ახალციხის ტერიტორიებზე. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია 286 საყრდენის განთავსება. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” მიუთითებს, რომ პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული

 

შედეგად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

 

• ზურაბ გაბუნიას საკუთრებაში არსებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, პატრიკეთში, სოფელ ტყაჩირში მდებარე 5653 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1186.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; იჰსან მეტინის საკუთრებაში არსებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიტირში მდებარე 281 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1454 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიტირში მდებარე 247 999 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 576 კვ.მ მიწის ნაკვეთზე [bpn. ge]