2025 წლის 11 თვეში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 5.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - ეროვნული ბანკი

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 308.2 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 5.8 მლრდ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.

„შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. ბაზარი ამის შესაძლებლობას როდესაც იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა; მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი; აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 199.6 მილიონი აშშ დოლარი; სექტემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 100.0 მილიონი აშშ დოლარი; ოქტომბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 167.4 მილიონი აშშ დოლარი; ნოემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 308.2 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 26 იანვარს გამოაქვეყნებს.