მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომელიც ეკონომიკური აგენტების მხრიდან საშუალოვადიან პერიოდში მათი პროდუქციისა და ხელფასების ფასების ცვლილების პროგნოზებს ეხება. კვლევის თანახმად, შემცირებულია როგორც ინფლაციური მოლოდინები, ასევე ხელფასების ზრდის მოლოდინები.

“დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ზე მეტად ელოდებიან შემცირებულია. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ელოდებიან.

მოლოდინები საკუთარი პროდუქციის ფასების ცვლილებაზე მომდევნო 1 წელში შემცირებულია წინა თვესთან შედარებით კომპანიების უტილიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია განახლებულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის დეკემბრის თვის შედეგები:

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8% ინტერვალში ვარაუდობენ შემცირებულია. ხოლო, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ შემცირებულია. მეორე მხრივ, ნოემბერთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%- 6%-ის და 0%-2% ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-2%-სა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურგამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით გაზრდილია,” - ნათქვამია სების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.