ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ოქროს ფასი ერთ თვეში დამატებით 10%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჯერად 4,970 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 78%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 7.5%-ს აღწევს.
აღმასვლის რეკორდული დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 38%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი რეკორდულ 2,900 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 223%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურება, ვენესუელაში არსებული ვითარება, აშშ-ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა და ირანში რეჟიმის დამხობის რისკი ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის გაძვირებას იწვევს.
