ფასების კომისია პარლამენტში და ₾1 მლრდ-ის ჩამოწერილი ჯარიმები ენერგოკომპანიებს - პრემიერის განცხადებები ჟურნალისტებთან

დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.

 

„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც და ეს სტრატეგია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება.

 

„თქვენი შრომა, ხშირად, შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ, თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული, თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველო საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც.

ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ეს გადაწყვეტილება იმით არის გამორჩეული, რომ არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება.

 

„ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული - არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით, მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება.

 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

 

საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. ნკიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გამოიძებნოს გზები ფასების შემცირებისთვის. 

 

„პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონკრეტულ შესაძლო კარტელურ გარიგებებს, ამაზე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციას. ჩვენ არ გვინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს, ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. ჩვენ მთავარია მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხუდონჰესი“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.

 

„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კითხვაზე, „ხუდონჰესს“ სახელმწიფო ააშენებს თუ ინვესტორი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან.

 

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები. 

„ამის საფუძველზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.