სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
„მივესალმები ფერმერებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც დგას ჩვენი სოფლის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.
სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ყველას კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ეს დარგი მხოლოდ ფერმერთა ენთუზიაზმზე იდგა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა – ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ცოდნაში.
შედეგები ხელშესახებია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერმა
მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.
„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.
„თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ.
„აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში - 40%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება.
ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები. რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.
„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერმა.
