28 თებერვლიდან, ანუ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანში დაწყებული ომის და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო, მსოფლიოში ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.
ბარელი ნავთობის ფასი თებერვალში არსებული 67 დოლარიდან ამჟამად 116 დოლარამდე გაიზარდა, რაც 73%-იანი გაძვირებაა, ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე გაძვირების სრული მასშტაბი არ ასახულა, რაც იმპორტიორების მიერ ომამდე გაკეთებულ მარაგებს უკავშირდებოდა. ფასების მიხედვით, ბრენდულ სადგურებზე ევრო რეგულარი ომის დაწყების შემდეგ საშუალოდ 16.5%-ით გაძვირდა; პრემიუმი 16%-ით; სუპერი კი 13%-ით. გაცილებით უფრო მკვეთრია მატება დიზელის მიმართულებით და ევროდიზელის ღირებულება ომის დაწყების შემდეგ 33%-ით გაძვირდა.
დღეის მდგომარეობით ხუთ ბრენდულ ქსელს შორის ყველა მარკის საწვავზე ყველაზე დაბალი ფასები სოკარის ქსელშია, კერძოდ ევრო რეგულარის ღირებულებაა 3.39 ლარი; პრემიუმის საფასური 3.55 ლარს შეადგენს; სუპერის 3.87 ლარს; ევრო დიზელის ღირებულება კი 3.92 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ ფასებს ევრო რეგულარი; პრემიუმი, სუპერი და ევროდიზელი ყველაზე ძვირი ღირს “გალფის” ქსელში 3.55 ლარის; 3.69 ლარის; 4.09 ლარის და 4.27 ლარის ოდენობით.
ირანში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში საწვავის ფასები და მათი ზრდის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

