პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.

2025 წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ის ერთი მილიონ ლარამდე გაიზრდება.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციასმომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფინანსური დოლარიზაციითგამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციისგრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებულიუცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შევა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.