ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროსადგურების ოპერირების შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსიელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლებისშესახებ. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე,ტექნიკის მეცნიერებათა                                                                                          დოქტორი, პროფესორი ნუგზარბერიძე აღნიშნავს,  კურსი  პასუხობს ენერგეტიკის დარგის თანამედროვე გამოწვევებს, ხელს უწყობსშრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტსელექტროენერგეტიკის სფეროში პროფესიულიგანათლების მიმართულებით.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ახალიჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზისელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, არსებული ენერგოობიექტების რეაბილიტაცია დამოდერნიზაცია, მოითხოვს კადრებს, რომლებიცერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში, ავტომატიზაციისა და დისპეტჩერიზაციისსისტემებში.

ელექტროენერგია წარმოადგენს ეკონომიკისგანვითარების და მოსახლეობის ცხოვრებისხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს საფუძველს. ენერგოსისტემებისუწყვეტი და საიმედო ფუნქციონირება პირდაპირ არისდამოკიდებული ელექტროსადგურების ეფექტუროპერირებაზე, მართვასა და ტექნიკურგამართულობაზე.

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარეტექნოლოგიური პროგრესი, განახლებადი ენერგიისწყაროების მზარდი ინტეგრაცია, ელექტროსადგურების ავტომატიზაციისა დაციფრული მართვის სისტემების დანერგვა მოითხოვსმაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ფლობენროგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებსელექტროსადგურების ოპერირების მიმართულებით. ამასთან, ელექტროსადგურების ოპერირებისასგანსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაენერგოეფექტურობას, გარემოს დაცვასა დაავარიული სიტუაციების პრევენციას. ელექტროსადგურების ოპერატიულიპერსონალისათვის აუცილებელია პროფესიულიპასუხისმგებლობის, ტექნიკური აზროვნებისა დაპრობლემების ანალიზის უნარების ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია თანამედროვე ენერგეტიკულისისტემის და ლიბერალური ელექტროენერგეტიკულიბაზრის ფარგლებში სხვადასხვა  ტიპისელექტროსადგურების ეფექტური ოპერირებისათვის”, - აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლებისშესახებ კურსის ტრენერებად მიწვეულნი არიანაკადემიური წრეების, ენერგეტიკული კომპანიებისადა მარეგულირებელი კომისიის მაღალი რანგისსპეციალისტები. კურსის პირველი ნაკადისტრენინგები მიმდინარე წლის 21 აპრილს დაიწყო და  16 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის დასრულებისშემდგომ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.