ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ელიზბარერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლოცენტრი (ENTC) პროექტის განხორციელებას იწყებს,სახელწოდებით: „ენერგეტიკულიინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატისცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“.
პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების(უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვისენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა დაკლიმატთან დაკავშირებული კატასტროფებისმიმართ მზადყოფნის საკითხებზე. პროექტისფარგლებში დაგეგმილია სიღრმისეული კვლევისმომზადება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისადა რეგულაციების შესწავლა, ასევე საერთაშორისოექსპერტების მიერ შესაბამისი რეკომენდაციებისშემუშავება.
პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლოკომპონენტებსაც, მაშ შორის საჯარო ლექციებისა დატრენინგების ორგანიზებას, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოების ცნობიერების დონის ამაღლებას. პროექტის საპილოტე რეგიონადშერჩეულია გურია. აქტივობები, რომლებიც მოიცავსკვლევის შედეგების პრეზენტაციასა და პრაქტიკულიგზამკვლევის შექმნას, ხელს შეუყობს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდას საქართველოსენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. პროექტიიწყება 2026 წლის მაისში და დასრულდება 2027 წლისოქტომბერში.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ვებგვერდზე v4share.com
