ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება

21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგები ორგანიზებულია ენერგეტიკის სექტორის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით, რეგულირების სხვადასხვა სკოლებიდან და რეგიონული მარეგულირებლების ორგანიზაციებიდან, როგორიცაა აფრიკის რეგულირების სკოლა (ASR), საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების კვლევითი ცენტრი (PURC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) და პორტუგალიურენოვან ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაცია (RELOP).

ტრენინგები გაიმართება ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  უმასპინძლებს.

ტრენინგების თემატიკა მოიცავს ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მიმართულებებს. წამყვანი სპეციალისტები მსმენელებს გააცნობენ საუკეესო პრაქტიკას მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ეფექტიანი რეგულირების ინსტრუმენტებს, ფასების რეგულირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის პრინციპებს, ელექტრომობილებისა და ჭკვიანი დამუხტვის რეგულირების საკითხებს.    

ტრენინგების მოდულებ ასევე შეეხება თემატურ სესიებს. მათ შორის, ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისთვის, რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და სისტემის მოქნილობის მარეგულირებელ ნორმებს, მომხმარებელთა დაცვის საკითხებს, არაელექტროფიცირებადი ენერგიის მოთხოვნის დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკულისისტემის მდგრადობის მარეგულირებელმექანიზმებს. ტრენინგების თემატიკა შეესაბამება WFER IX-ის თემატურ პრიორიტეტებს, მათ შორის რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას, მომხმარებელთა გაძლიერებას, ეფექტურ რეგულირებას, ქსელის მოქნილობას და ენერგეტიკულ ტრანზიციაში განხორციელებულინვესტიციებს.

ფლორენციის რეგულირების სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის, მარეგულირებელი და პოლიტიკური დიალოგის პლატფორმისა და პროფესიონალი აღმასრულებელი ტრენინგების მიმწოდებლის უნიკალურ კომბინაციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკისა და რეგულირების გაუმჯობესებას რიგ სექტორებში - ენერგეტიკა, კლიმატი, ტრანსპორტი, წყალი და ნარჩენები

ტრენინგების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.wfertbilisi2026.com/en/programa/day-1.  

21 სექტემბერს, ტრენინგები გაიხსნება პლენარული სესიით, წარმოდგენილი იქნება სამი თემატური სეტი, რომლებიც შედგება პარალელური სასწავლო მოდულებისგან. თითოეულ სეტში პარალელურად სამი მოდული ჩატარდება. რეგისტრაციის დროს მონაწილეობის მსრუველებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მოდული, რომლის დასწრებაც სურთ თითოეულ სეტში.

ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login. ადგილები შეზღუდულია.