საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმადავით ნარმანიამ, საინიციატივო ჯგუფის“საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის” წარმომადგენლებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
სემეკის თავმჯდომარემ, ლექციის ფორმატში,ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებსმიაწოდა ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიისფუნქციებსა და როლზე.
საჯარო ლექციის შემდეგ, კონგრესის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სემეკში დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური და გაეცნენ სადგურის მუშაობის სპეციფიკას.
