პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი:
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:
- მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება;
- 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა.
- დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით.
- აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
- გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
- შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.
- 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას.
- 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ.
- ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
- ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში;
- სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის.
- უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
- 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.
- დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს.
- შარშან ავიაკომპანია Air China-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.
- აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს;
- მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.
- მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ.
ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს სახელით.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს: პირადად პრეზიდენტ სი ძინ პინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა.
„მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება;
2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა.
დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.
„დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Air China-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.
„მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ. ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ ქაღალდზე და ის აისახება კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის.
„სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მიღწეული შედეგებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, პრემიერს და ჩინეთის ელჩს საქართველოში მადლობა გადაუხადა.
„ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო სახელით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს: პირადად პრეზიდენტ სი ძინ პინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.
„სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება პირდაპირ არის დაკავშირებული სავაჭრო-ეკონოიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან, ამას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი როლი და ამ ყველაფერში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე წარმოგიდგინეთ მონაცემები, რომლებიც ასახავს გასული რამდენიმე წლის დინამიკას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის თვალსაზრისით, ასევე სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები. ხაზს გავუსვამ განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. კონკრეტული პროცესები უკვე დაწყებულია, ძალიან აქტიურად თანაშრომლობენ განათლების სამინისტროები ერთმანეთთან. ახალი შეთანხმების გაფორმება დამატებით შეუწყობს ხელს ამ სფეროშიც ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავად აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ დროს, მისი პარტიის წევრები გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„თავად ამერიკის პრეზიდენტი არამარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, ბატონ სი ძინ პინს, მან ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, ეს არის მოცემულობა და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები, წარმოიდგინეთ, გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი და ამას მე მგონი, მაინცდამაინც ღრმა შეფასება არ სჭირდება.
იგივე ეხება ევროკავშირს, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე ხაზი მინდა გავუსვა ჩინეთის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე მსოფლიოში. მარტივად რომ გადახედოთ გასული ნახევარი საუკუნის ისტორიას, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოში. ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და ამ კუთხითაც, ღირებულებითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაფართოება. ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ იმას, რაც უკვე ვთქვი, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან თვალშისაცემი და დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი უთანასწორობაა ზომებს შორის, რომ ავიღოთ ჩინეთი თავისი ტერიტორიით და მოსახლეობით და შევადაროთ საქართველოს და ასევე რომ ავიღოთ ჩინეთი თავისი ეკონომიკის მოცულობით, დაახლოებით, 20 ტრილიონი დოლარია დღეს ჩინეთის ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის 38 მლრდ დოლარი, რამხელა სხვაობაზეა საუბარი თავადაც ხედავთ. ასეთ პირობებში, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, იმისთვის, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ფინანსური რესურსებით.
„ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სატანადო დაფინანსება, ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და ყველა მიმართულებით გაგრძელდება ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს, ამისთვის იქნება მოზიდული სათანადო ფინანსური რესურსები. ფაქტებიც ადასტურებს იმას, რომ შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ არის გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების ნაკადი, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდია პერსპექტივა. რესურსი არის ბევრად მეტი და ასეთ პირობებში საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ, თუ რამდენად დიდია შუა დერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის ფარგლებში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს ინტერესი შუა დერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ მხარდაჭერაშიც აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე. ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროშიც და თქვენ იცით, რომ განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა ამ სფეროში. შედეგად, ჩვენ ველოდებით იმას, რომ დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4 800 მგვტ, გაიზრდება 11 500 მგვტ-მდე, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, 10-წლიან პერსპექტივაში. რაც შეეხება გაზიფიკაციის საკითხებს, ეს საკითხები სათანადოდ არის მოწესრიგებული, კომუნალური სერვისები სათანადოდ არის მოწესრიგებული, ჩვენ ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეფორმებსაც აქტიურად ვახორციელებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
