სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზისმიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელყიზილ-აჯლოს მოსახლეობის  ინტერესების დაცვისადა უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფისმიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმაკომისიამ (სემეკ) წერილობით მიმართა შპს “სოკარგაზ ექსპორტ-იმპორტს” სოფელ ყიზილ-აჯლოსმოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებისაღდგენასთან დაკავშირებით.  

სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვისბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდანდაიწყება. 

მიმდინარე წლის 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოსმოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდაგაზგამანაწილებელი კომპანიის - შპს “მამედის” თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებებისგამო. შპს “მამედი” წარმოადგენს  ბუნებრივი გაზისლიცენზიატ კომპანიას, რომელიც ბუნებრივ გაზსანაწილებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელყიზილ-აჯლოში. თვეების განმავლობაში შპს“მამედი” არ ასრულებდა  საქართველოსკანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არახორციელებდა მომხმარებლებისთვის მიწოდებულიბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას შპს „სოკარგაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც შპს“მამედს”  600 ათას ლარზე მეტი ოდენობისდავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულის შედეგად, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. 

სემეკი უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნისსაკითხზე, რათა გრძელვადიან პერიოდშიუზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოსმოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედომომარაგება.