ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მოდელი შეიცვალა და მასში კერძო ინვესტორი არ იქნება წამყვანი. შესაბამისად, პროექტს ჩინური კორპორაცია cccc არ განახორციელებს.

"ეს იქნება ლენდლორდის მოდელი"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. რაც გულისხმობს იმას, რომ პროექტის განმახორციელებელი მხარე იქნება საქართველოს სახელმწიფო.

მინისტრის თქმით, პროექტში ასევე ჩაერთვებიან არაერთი ქვეყნის კერძო კომპანიები, თუმცა წამყვანი განმახორციელებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა.