საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელიკომპანიის შპს “მამედის” მიერ მარნეულისმუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოსმოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებასბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.
სემეკი აცხადებს, რომ შპს “მამედის” მიერმოსახლეობისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, თითქოს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან ბუნებრივიგაზის გადასახადს მოსახლეობა მიიღებსკომერციული ტარიფით (1.29 ლარი/კუბ.მ) არის სრულისიცრუე და წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაშიშეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივიგაზის გადასახადს გადაიხდის სემეკის მიერდადგენილი ტარიფით, 47 თეთრი.მ.კუბ (დღგ-ს ჩათვლით).
სემეკი შეახსენებს დაინტერესებულსაზოგადოებას, შპს “მამედის” მიერ სალიცენზიოპირობების დარღვევის გამო, კომისიაშიმიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაშპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აქვე, სემეკიგანმარტავს, რომ შპს “მამედის” ბუნებრივი გაზისგანაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევსმოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებისშეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზსმიიღებენ უწყვეტად, სემეკის მიერმოსახლეობისათვის დადგენილი ტარიფით (47 თეთრი/კუბ.მ).
გაზგამანაწილებელი კომპანიის “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმებისსაფუძველია სალიცენზიო პირობებისშეუსრულებლობა. კერძოდ, შპს “მამედი” არ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას. ამასთანავე, მიუხედავად სემეკის მიერ დადგენილიტარიფისა, შპს „მამედი“ მომხმარებლებსთვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერდადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი/კუბ.მ დღგ-ისჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობსმოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისმიერ.
