მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმამსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო.

საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ანგარიშვალდებული საირიგაციო წყლის მართვისკენ. შეფასება ადასტურებს, რომ მელიორაციის სექტორშიშექმნილი რეგულაცია სექტორის რეფორმისპრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანიინსტიტუციური საფუძველია. მსოფლიო ბანკის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს საირიგაციო სექტორშიმოცულობითი ტარიფის სისტემაზე გადასვლის,საბითუმო და საცალო წყლის მომხმარებლებისთვისდიფერენცირებული სატარიფო მიდგომისჩამოყალიბება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს.

სემეკის მიერ საქართველოს მელიორაციისსექტორში შეიქმნა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს საირიგაციო წყლისმიწოდების უფრო გამჭვირვალე, წინასწარპროგნოზირებადი და მომხმარებელზეორიენტირებული წესების დამკვიდრებას. სემეკისმიერ დამტკიცებული რეგულაციები ქმნისსაფუძველს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია წყლის მიწოდების პირობებზე, წყალსარგებლობის განრიგზე, მიწოდების წერტილზე, დარიცხვასა და საკუთარი უფლებების დაცვისმექანიზმებზე.

მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმაკომპლექსურ სახელმწიფოებრივ მიდგომასეფუძნება, რომელიც მოიცავს საქართველოსმთავრობის პოლიტიკასა და მხარდაჭერას, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსდარგობრივ სტრატეგიულ მიდგომებს, შპსსაქართველოს მელიორაციისსაოპერაციოსაქმიანობას, მსოფლიო ბანკის მრავალწლიანპარტნიორობასა და სემეკის დამოუკიდებელმარეგულირებელ როლს.