გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპისენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევითმონაწილეობა მიიღო ენერგეტიკისსაკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციისფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები დასამომავლო გეგმები.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფანგანმაყურადღება გაამახვილა საქართველოსენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დეტალურადისაუბრა რეგიონული თანამშრომლობისპერსპექტივებზე, ევროკავშირის ენერგეტიკულმოთხოვნებთან შესაბამისობასა და საქართველოსენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.  

საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის განვითარება ეფუძნება მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მეზობელ ქვეყნებთან არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ მიმართლებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააძლიეროს საკუთარი როლი ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის და საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციას. მარეგულირებელი კომისია, სემეკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში. სემეკის მიერ შემუშავებული ეფექტიანი რეგულაციები ხელს უწყობს ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელებას “, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.  

14-15 ივლისს საბერძნეთში, ქ.ათენში, ევროპისენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს(CEER) ორგანიზებით ,,აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა დადაკავშირებადობის ხელშეწყობის შესახებ - EU4Energy III ფაზა ევროკავშირისპროექტისფარგლებში, მაღალი დონისკონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით,,ენერგეტიკული მომავლის დაკავშირება: ინტერკონექტორები და განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია დაკავშირებადობის დღის წესრიგი“.კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და ენერგეტიკის სექტორშმოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.