სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 213 049 ლარჩამოაწერა,  მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 83 456 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 29 310 ლარი, ხოლო  წყალმომარაგების სექტორში - 100 281 ლარი.  

მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტშიშესული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ ანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიება შესალებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვისგანცხადებებით მიმართვა შესაძლებელიელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლისმეშვეობით.