ტურიზმის შემოსავლები II კვარტალში 13%-ით შემცირდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა დანახარჯები 1 922 ლარამდე შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით შემცირდა და 1922 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 4.5%-იანი კლებაა. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთიდან (380 ათასი), თურქეთიდან (287 ათასი) და სომხეთიდან (199.6 ათასი). ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.3 ღამე) 3.5%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 82% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.