დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე - რამდენით გაძვირდა საწვავი სექტემბერში?

საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასის კორექტირება 19-დან 50 თეთრამდეა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 28 სექტემბერს გაძვირდა. ამ ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ფასები 8-ჯერ დაკორექტირდა. შედეგად სექტემბრის თვეში ბენზინი ჯამში 20-30 თეთრით, დიზელი კი 50 თეთრამდეა გაძვირებული. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი - ₾4.55; ზრდა - 29 თეთრი;
G-Force პრემიუმი - ₾4.17; ზრდა - 30 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 20 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.89; ზრდა - 20 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი - ₾4.95, ზრდა - 48 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾4.87, ზრდა - 50 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9-ჯერ დაკორექტირდა. ბენზინის ღირებულება 23-31 თეთრით, ხოლო დიზელის 46-48 თეთრით გაიზარდა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

A1 სუპერი 100 - ₾4.64, ზრდა - 30 თეთრი;
ეკო სუპერი - ₾4.54; ზრდა - 28 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾4.16; ზრდა - 31 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾4.93, ზრდა - 46 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾4.89, ზრდა -47 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.94; ზრდა - 23 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾4.85, ზრდა - 48 თეთრი;
Connect-ის ქსელში საწვავი ფასი სექტემბერში 7-ჯერ დააკორექტირეს. ჯამში ერთ თვეში ღირებულება 20-45 თეთრით გაძვირდა.

დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

სუპერი - ₾4.20; ზრდა - 30 თეთრი;
პრემიუმი - ₾3.95; ზრდა - 20 თეთრი;
რეგულარი - ₾3.80; ზრდა - 20 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.75, ზრდა - 40 თეთრი;
დიზელი - ₾4.65, ზრდა - 45 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი სექტემბერში რამდენჯერმე დაკორექტირდა. შედეგად ბენზინი და დიზელი 19-48 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი - ₾4.50, ზრდა - 24 თეთრი;
ნანო პრემიუმი - ₾4.15, ზრდა - 31 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი - ₾3.86, ზრდა - 19 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - ₾4.78; ზრდა - 48 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.86; ზრდა - 36 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.


Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

Efix სუპერი - ₾4.56; ზრდა - 6 თეთრი;
Efix ევრო პრემიუმი - ₾4.05; ზრდა - 11 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.84; ზრდა - 4 თეთრი;
Efix ევრო დიზელი - ₾4.97; ზრდა - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾4.89; ზრდა - 12 თეთრი;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Super ecto – ₾4.55;
Premium Avangard - ₾4.05;
Euro Regular - ₾3.85;
Euro Diesel - ₾4.82;
Portal-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Super – ₾24;
Premium - ₾4.04;
Euro Regular - ₾3.84;
Euro Diesel - ₾79;
Effect Diesel - ₾4.69;