მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში.
„მანამდე, ივნისში იყო წინასწარი პროგნოზი გამოქვეყნებული, რომელიც შეადგენდა 5%-ს და ეს პროგნოზი არის გაზრდილი 2 პროცენტული პუნქტით, 5%-დან 7%-მდე, რაც ასახავს იმ დადებით ტენდენციებს, რომელიც არის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი 2.6-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2026-2027-2028 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მთლიანად ევროპის ქვეყნებს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები, რაც დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი.
„საქართველოს ფოსტაში“ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, „თურქეთის ავიახაზებთან“, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან „საქართველოს ფოსტამ“ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია - 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს თანხები მთლიანად იქნება მიმართული მომავალში რკინიგზის განვითარებაში, რაც ეკონომიკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულების შემცირებით დაიზოგა 190 მილიონ ლარზე მეტი. ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო მაგალითი იყო ვაგონების შესყიდვა. მთლიანობაში ჩვენ უკვე შევისყიდეთ 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 200 ვაგონის შესყიდვა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, შუამავალი კომპანიის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო ეს შესყიდვა, თუმცა იმუშავა საქართველოს რკინიგზამ და პირდაპირ უშუალოდ უცხოური კომპანიისგან შეისყიდა ვაგონები, რის შედეგადაც ჯამურად 400 ვაგონზე დანაზოგი შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ ცვლილებებს აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, მათ შორის ეს ყველაფერი გამოიხატება იმითაც, რომ სახელმწიფოს ეზოგება ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი.
„ასეთი რამ არ გაკეთებულა 90-იანი წლების დასაწყისიდან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე დამატებით იგეგმება 1800 ახალი ვაგონის და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, ეს თვისებრივად გარდაქმნის რკინიგზის რესურსებს, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის. ასევე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის ახალი რკინიგზა, რაც ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ასევე 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბაქოს შორის, რასაც ასევე ჰქონდა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა. დასრულდა ისტორიული მოდერნიზაციის პროექტი რკინიგზაში შედეგად გამტარუნარიანობა სერიოზულად გაიზარდა და ასევე ქვეყნის გადაკვეთის დრო განახევრდა, რასაც თავადაც განსჯით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისათვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა 5,5 საათიდან 4 საათამდე.
„ესეც ნიშნავს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ისტორიული “კუკუშკის” აღდგენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე თბილისი-ახალციხის სარკინიგზო ხაზი იყო სრულიად უფუნქციო, გაჩერებული, აღდგება და რაც იყო მანამდე გადაადგილების დრო 6 საათი, ეს დრო შემცირდება 3 საათამდე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სათანადო ვადებში განხორციელდება. გაციფრულდა სარკინიგზო სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 15 საათიდან 2 საათამდე. 7,5-ჯერ არის შემცირებული პროცედურების დრო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის სათანადო რეალიზებისათვის. რკინიგზის წმინდა მოგება - რომ შევადაროთ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები გასული წლის 9 თვის მონაცემებს, არის გაორმაგებული, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მივიღეთ ჩვენ რკინიგზის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა, ზრდა არის 13%.
„მთლიანობაში, რომ შევეხოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორს, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. რაც მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი. საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მლნ ტონა. ზრდა არის 24%. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა. ზრდა არის 13%. საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში 11,8 მლნ ტონა, ზრდა არის 3%. საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა არის 33,6 ათასი ტონა. ზრდამ შეადგინა 30%. ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2025 წელს საქართველოში 7.8 მლნ მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც იყო ზრდა 5.9% წინა წელთან შედარებით.
„ასევე ტურისტული ვიზიტების მიმართულებით გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და შემოსავლების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი. 4.7 მლრდ დოლარი შემოსავალი მიიღო გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან, რაც არის 6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით.
„რეისების რაოდენობა გაიზარდა კონკრეტულად 16 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან“. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამისათვის, ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3,5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ. მადლობა ამისთვის შესაბამის პირებს, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თელავის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში.
„2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ასევე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„შევეხები ნავსადგურებს. ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ე.წ ლენდლორდის მეთოდით ამ პორტის განვითარების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურას განავითარებს სახელმწიფო. მასზე საკუთრების უფლება ექნება სახელმწიფოს და შემდეგ ტერმინალები უკვე გადანაწილდება საოპერაციოდ სხვადასხვა პარტნიორზე, ქვეყანასა თუ კომპანიაზე. ამან გამოიწვია ინტერესის სერიოზული, ფუნდამენტური ზრდა ანაკლიის პორტის მიმართ, შესაბამისად, ეს იყო ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება. როცა ვსაუბრობთ ანაკლიაზე, მინდა ვახსენო, რომ ჩვენ 51 მლნ დოლარით შევამცირეთ კონტრაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამუშაოებთან. 204 მლნ დოლარიდან 153 მილიონამდე შემცირდა კონტრაქტის ღირებულება. დავინახეთ, რომ იყო ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, ამაზე იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფოს დავუზოგეთ მთლიანობაში 50,9 მლნ დოლარი, ხელშეკრულების ოპტიმიზაციის შედეგად. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის. ეს სამუშაოები აქტიურად წარიმართება. ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, ჩვენი გეგმის მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება.
„ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა ბაზრის კვლევა და თვის ბოლომდე უკვე გამოცხადდება ტენდერი, შესაბამისად, სატანადო ვადებში განხორციელდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.
ასევე, როდესაც საუბარია გაციფრულებაზე, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც რკინიგზაში, გაციფრულდა სერვისები და გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. ამან ხელი შეუწყო ტვირთნაკადის ზრდას და ჩვენ რომ ვსაუბრობთ 30%-იან ზრდაზე ნავსადგურებში, მათ შორის, ეს არის ამის შედეგიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება.
„წლევანდელ წელს იყო უამრავი გამოწვევა, რაც არსებითად იყო განპირობებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე.
„ტურიზმზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამთო-სათხილამურო კურორტები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, რაზეც მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე. მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. საუბარია ხელოვნური გათოვლიანების სისტემაზე, მოეწყობა ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა, ახალი სასრიალო ტრასები, ჯამურად 6 კმ სიგრძის. მთლიანობაში გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს. გუდაურის ახალი ტრასა ღამის განათებით აღიჭურვება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს და მიიღონ ახალი გამოცდილება.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. უკვე გაიხსნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს, მიიღონ ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება, დაინტერესდნენ ამ სფეროთი. დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს. ასევე, ეს პროექტი სტარტაპერებს, მეცნიერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, იმის შესაძლებლობას, რომ იმუშაონ უმაღლესი დონის ლაბორატორიებში, ინოვაციურ პროექტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების ეკონომიკაში დანერგვაზე, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას.
„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.
პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა 114 კილომეტრი მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, რასაც აქვს ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გაფორმდა ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიწოდების და მონტაჟის ხელშეკრულება. მესტიის გამრიცხველიანება, ესეც იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები.
„რაც შეეხება მეწარმეობისა და ინვესტიციების მიმართულებას, პირველ რიგში, შევეხები პრივატიზაციის პრაქტიკას. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან და მთლიანად აღვკვეთეთ პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა, გარდა მცირე გამონაკლებისა, რასაც აქვს, ბუნებრივია, თავისი დასაბუთება. შედეგად, ჩვენ ვასრულებთ პრივატიზაციის გეგმას სათანადოდ. 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა ეს გეგმა და მიმდინარე წელსაც 3 კვარტლის მონაცემებით გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით. მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები. აქაც კორუფციისთვის იყო ძალიან სერიოზული წყარო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პრაქტიკის მთლიანად აღკვეთის შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიციების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული ამ პერიოდის განმავლობაში.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის “იგლ ჰილსის“ პროექტი, რომლის ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარი. უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რაც ძალიან დიდი მოგებას მოუტანს, როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტს. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთობლივი კომპანიაა დაფუძნებული, საიდანაც დივიდენდის 33%-ს უშუალოდ მიიღებს სახელმწიფო, რომ დავანებოთ თავი საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც მიემართება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება.
ასევე დაიწყო სხვა მნიშვნელოვანი ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტები, „ტრამპ თაუერის“ პროექტი, რომლის ჯამური სიანვესტიციო მოცულობა არის 2 მლრდ დოლარი და ა.შ. მთლიანობაში, ფიქსირდება ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან, რაც არის ამ დადებითი ეკონომიკური ტენდენციების და ჩვენი სათანადო, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.
კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მაია ბითაძეს კულტურის მინისტრის პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
„კულტურის მინისტრი მაია ბითაძე დღეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, მინდა ვუსურვო მას წარმატებები. კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა. იქნება თვისებრივი ცვლილებები კულტურის სფეროში. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს.
„უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, ე.წ. EQAR-ის გადაწყვეტილებით საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის EQAR-თან. შეფასების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო პერიოდში კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებები და ამას დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის. ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. ეს სისტემა საჭიროებს მუდმივ სრულყოფას, მუდმივ განვითარებას და ეს არის ჩვენი უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან.
„ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება. გაფართოვდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამას აქვს უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები. იანვარ-აგვისტოში, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით. იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ ვდებთ, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აქვს კონკრეტული შედეგები და ეს მაჩვენებელი ამის ერთ0ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ავიარეისების დამატება. კვირაში 14 ავიარეისი სრულდება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითჩინეთიდან ინვესტიციები იზრდება. ჩინეთმა დაიკავა პირველი ადგილი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი. ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით შუა აზიის მიმართულებით. სერიოზული ხელშესახები შედეგი გვაქვს. ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან. ამ პროცესის დასრულების შედეგად, 120-მილიონიან ბაზარზე იღებს წვდომას ჩვენი ქვეყანა, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტენდენციები ჩვენ გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებას, საგარეო ვალის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, ზოგადად, ფისკალური კუთხით სწორი მაჩვენებლების შენარჩუნების და უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.
„შევეხები საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის გაზმომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის კუთხით, ისე დაბალი ფასის კუთხით. ძალიან ეფექტურად წარიმართა მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და მთლიანად გუნდს და ქალბატონ მინისტრს ამისათვის მადლობა გადავუხადო. ამას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რისი შედეგიც იყო საინტერესო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.
სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა. იგივე შეეხება თურქეთს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.
„შევეხები საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის გაზმომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის კუთხით, ისე დაბალი ფასის კუთხით. ძალიან ეფექტურად წარიმართა მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და მთლიანად გუნდს და ქალბატონ მინისტრს ამისათვის მადლობა გადავუხადო. ამას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რისი შედეგიც იყო საინტერესო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.
სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა. იგივე შეეხება თურქეთს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის „ჯივინოსტატთან“ ერთად „ვამოროლონის“ პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას.
„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები და გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“, დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის „ჯივინოსტატთან“ ერთად კიდევ ერთი, თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და ეს იქნება ხელმისაწვდომი სრულიად უფასოდ პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დრეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, რამდენიმე კვირის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი.
„ასევე, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მინისტრს ამ საკითხზე წარმატებით მუშაობისთვის“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მზარდი დაინტერესებაა ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა მომდევნო წლების განმავლობაში.
„364-მა საჯარო დაწესებულებამ გამოაცხადა სტაჟირების კონკურსი 3 459 ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურსში მიიღო მონაწილეობა კურსდამთავრებულების უპრეცედენტო რაოდენობამ - 5 692-მა კურსდამთავრებულმა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს აღემატება 20%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ არის მზარდი დაინტერესება ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში. კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე საკმაოდ მაღალია გასული წლების მონაცემებით კურსდამთავრებულთა შესაბამის უწყებებში დასაქმების მაჩვენებელიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ამასაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
