რომელი კომპანიის სასმელის შეტანა აიკრძალა რუსეთში

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტიდა გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიცმომხმარებელთა უფლებების დაცვასა დასანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

გამოცემა წერს, რომ მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით.

"დოკუმენტის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეყანაში დროებითი სანიტარიული ღონისძიება ამოქმედდა, რაც გულისხმობს იმ პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნვის შეჩერებას, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით",- წერია სტატიაში.

კერძოდ, RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:

  • „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო;
  • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო;
  • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი;
  • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო;
  • „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოებისლუდი;
  • საქართველოში წარმოებული გაზიანიუალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola;
  • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებულიმინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

 

გამოცემა ასევე წერს, რომ მაისში უწყებამ ბაზარზეაღმოაჩინა სომხური ალკოჰოლური პროდუქცია,რომელიც სავალდებულო მოთხოვნებს არშეესაბამებოდა, რის შემდეგაც რუსეთში მისირეალიზაციის შეჩერების განკარგულება გასცა. შეზღუდვები შეეხო სომხეთის სამ მწარმოებელს:VEDI-ALCO-ს, აბოვიანის კონიაკის ქარხანასა და ღვინისა და კონიაკის სახლ „შაჰნაზარიანს“. აპრილში როსპოტრებნადზორმა ასევე შეაჩერასომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“(Jermuk), ცალკეული პარტიების იმპორტი დარეალიზაცია ჯანმრთელობისთვის შესაძლოსაფრთხის გამო.

 

bm.ge