საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 6.15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით ანუ 19.6%-ით მეტია. ექსპორტში პირველი პოზიცია კვლავ მსუბუქ ავტომობილებს უკავია, 1.5 მილიარდი დოლარით, თუმცა ამ საქონელში 23.7%-ის კლება ფიქსირდება. მეორე პოზიცია დაიკავა ნავთობპროდუქტებმა 812 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 1192%-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, მესამე პოზიციას ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 464 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 68%-ია.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, ის 0.6%-ით, 189 მილიონ დოლარამდე შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 6.5%-ით, 188 მილიონ დოლარამდე იკლო.

2026 წლის TOP-10 საექსპორტო საქონელი:
#    საქონელი    მლნ დოლარი    ზრდა/კლება წინა წელთან
1    მსუბუქი ავტომობილები    $1,529    -23.7%
2    ნავთობი და ნავთობპროდუქტები    $812    1192.5%
3    ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები    $464    68.0%
4    ფეროშენადნობები    $239    56.3%
5    ყურძნის ნატურალური ღვინოები    $189    -0.6%
6    სპირტიანი სასმელები    $188    -6.5%
7    სპილენძის მადნები და კონცენტრატები    $163    141.9%
8    მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით    $153    18.1%
9    მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე    $141    9.2%
10    აზოტოვანი სასუქები    $123    33.7%
11    დანარჩენი საქონელი – სულ    $2,152    16.9%