ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ემირ ბურჯანაძის ქუჩა N6-დან, ნაკადულის ქუჩა N25-ის გავლით, ქინძმარაულის შესახვევის კორპუსი N30-დან N25ა-მდე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა 600 გრძივი მეტრი სიგრძის ქსელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოიყო. 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე,მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან ერთად ადგილზე გაეცნო.