დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 45
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მოქალაქეები საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მოიწვია.
„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
No article in the selected categories
