სამგორის რაიონში სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შშმ  და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს "ისთ ფოინთის" გასართობი ცენტრის "ფოკუს-მოკუსის" ბილეთები და ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.  ბავშვები  სხვადასხვა სახის ატრაქციონით ისარგებლებენ. 
ასევე, საახალწლო საჩუქრები გადაეცა ვარკეთილში მოქმედი დღის ცენტრის  "ახალი ნაბიჯების" 50-მდე აღსაზრდელს. 
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე  დაესწრო,  რომელმაც ბავშვებს და მათ მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 
წინასაახალწლო პროგრამაში  რაიონში მცხოვრები 360 ბავშვი მონაწილეობდა.