გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3 300 აბონენტს ავარიულად შეუწყდა - როდის აღდგება?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დაახლოებით 3 300 აბონენტს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება დღეს, 20 იანვარს, 06:30 საათიდან შეწყდა გლდანის III მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში: N1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე გლდანის IIIა მიკრორაიონში მდებარე კორპუსებში N3 და 3ა. შეზღუდვა შეეხო როგორც საცხოვრებელ მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დღეს 10:00 საათიდან დაიწყება და სრულად 16:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მოსახლეობას, გაზის ონკანები დახურულ მდგომარეობაში დატოვონ.
გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე — +995 32 240 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურში — 11
No article in the selected categories
