სამგორის რაიონში, ძმები ოცხელების ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 73
სამგორის რაიონში, ძმები ოცხელების ქუჩაზე, 40-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ, დაახლოებით 19 000 კვ.მ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფასტრუქტურისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც.
კერძოდ, სამგორის რაიონის გამგეობა, აღნიშნულ მისამართზე, N25-ე კორპუსის მიმდებარედ, 7 000 კვ.მ ფართობზე, საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
გათვალისწინებულია, ასევე, საპარკინგე ადგილების მოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ძმები ოცხელების ქუჩის მიმდებარე ქუჩებზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 667 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
No article in the selected categories
