სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონში მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 

აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე,  N7 კორპუსის მიმდებარედ,  კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.  

სამუშაოები 2 800 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.  ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განათების სისტემისა და ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების,  მოსასვენებელი სივრცეებისა და პავილიონის მოწყობა;

 პროექტი ასევე მოიცავს ბავშვთა გასართობ და სპორტულ ზონას;  მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები; ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და  გამწვანდება ხე-მცენარეებით. 

პროექტისათვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 474 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოადგილე ზურაბ თამლიანთან ერთად გაეცნო.