სამგორის რაიონის გამგეობაში N216 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სამგორის რაიონის გამგეობაში N216 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო ცხოვრებაში  ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესებისა და საჭიროებების გაცნობა, ასევე,  ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობების განხილვა. 

შეხვედრის ფარგლებში,  მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, განათლების, დასაქმების, კულტურული და სპორტული აქტივობების, გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების საკითხებზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოედგინათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი მუნიციპალური პროექტების შესახებ. 

გამგეობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე ადგილობრივი თემის განვითარებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებაში. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.