სამგორის რაიონში, მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟორდანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა და ახალი აბონენტები დააერთა, რის შემდეგაც სამგორის რაიონის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საწყისი ფაზა, რაც მოიცავს გზის საფუძვლის მომზადებას შემდგომი სამუშაოებისთვის.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა.
პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, პირველ მოადგილე ზურა თამლიანთან ერთად გაეცნო.
No article in the selected categories