სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე N117 სკოლაში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას დაესწრო

სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე N117 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეასა და ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას ეძღვნებოდა. 

კახა სამხარაძემ სკოლის ადმინისტრაციასა და ახალგაზრდებს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას, პატრიოტიზმის გაღვივებასა  და საკუთარი  ქვეყნის ისტორიის დაფასებას. 

მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და  სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის  ბრძოლებში დაღუპული  გმირების ხსოვნას.