სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, N7 კორპუსის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცეები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით და გამწვანდება ხე-მცენარეებით.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 474 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან ერთად გაეცნო.
No article in the selected categories