სამგორის რაიონის გამგეობა ოთხდღიან ახალგაზრდულ ბანაკში "აქტიური მოქალაქე - ძლიერი საზოგადოება” მიღებას აცხადებს

სამგორის რაიონის გამგეობა ოთხდღიან ახალგაზრდულ ბანაკში "აქტიური მოქალაქე - ძლიერი საზოგადოება” მიღებას აცხადებს.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განივითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, გაიუმჯობესონ ლიდერული თვისებები.
ღონისძიება დაბა ბაკურიანში ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.

ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება 7-დან 10 ივლისის ჩათვლით;
მინიმალური მოთხოვნები:
მონაწილეთა ასაკი: 15-დან 20 წლის ჩათვლით
მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში
მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად. მონაწილეებს დაუკავშირდებიან რეგისტრაციის პარალელურად.
აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებით.
ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
აპლიკაციის ბმული
https://docs.google.com/…/1FAIpQLSe…/viewform