სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.  
ჩანტლაძის N73-ის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.  
სამუშაოები 1 600 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცე. დამონტაჟდება გარე განათება, ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  350 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.